ნინო ბურჯანაძე 13 ივნისს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ის სამაშველო სამსახურებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
უყურადღებობის გამო ბურჯანაძე ხელისუფლებასაც აკრიტიკებს.
„როგორ იმოქმედა ხელისუფლებამ, როდესაც ინფორმაცია მიიღო ჩამოწოლილი ზვავის შესახებ, შემდეგ აფრთხილებდნენ მოსახლეობას რომ პანიკას არ აყვნენ და მშვიდად გადაადგილდნენ ქუჩებში და ამ დროს დღისით ასეთი უბედურება ხდება,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.