შსს სპეცრდანიშნულების დანაყოფს ლაგუნა ვერეს ტერიტორია არასერთხელ ჰქონდათ შემოწმებული, ამის შესახებ კურიერს თავად სპეცრაზმის წარმომადგენელმა განუცხადა.
ლაგუნა ვერეს უკან არსებული შენობა დაკეტილი იყო, ამიტომ სპეცრაზმელებისთვის გაუგებარია როგორ მოხვდა შენობაში ვეფხვი.
„სტიქიის დღიდან შსს-ს სპეცდანიშნულების დანაყოფების მიერ მიმდინარეობს ინტენსიური დათვალიერება, ამ ტერიტორიაზეც ვიყავით რამდენჯერმე, მაგრამ ის შენობა სადაც ვეფხვი აღმოჩნდა დაკეტილი იყო,“ - აცხადებს სპეცრაზმელი.
შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე საქმე 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გულისხმობს სიცოცხლის ხელყოფას გაუფრთხილებლობით.