20 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ვერეს ხეობიდან ამოღებული ნაგავი ისევ ვერეს ხეობის მახლობლად დაყარეს

ნაგავი, რომელიც სტიქიის შემდეგ ვერეს ხეობიდან ამოიღეს, ისევ ვერეს ხეობის მიმდებარედ, დაყარეს. დღეს კი გარემოს დაცვის სამინიტროს ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიის ნაგვისგან გაწმენდა თავიდან დაიწყო. სამსახურის უფროსი აცხადებს რომ ვერეს ხეობის პირას ნარჩენი ნაგვის დაყრა შეცდომით მოხდა.

ამ ინფორმაციას მუნიციპალიტეტში არ ადასტურებენ. ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე ნაგავი სტიქიის შემდეგ დაყარეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ წვიმის შემთხვევაში დაყრილი ნარჩენები ისევ ხეობაში ჩავა.

ადგილობრივები გზის სასწრაფო გაწმენდას ითხოვენ.

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, დავით მაისურაძე.

 
დღის ამბები