20 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
"საზოგადოებას არ შეუძლია იყოს ამ ხელისუფლების იმედად" - დავით ბაქრაძე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე დღეს მომხდარს ფაქტს ეხმაურება და ხელისუფლების მოქმედებას "სამარცხვინოს" უწოდებს.

ნაციონალური მოზრაობის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული განცხადებაში დავით ბაქრაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს.

"ეს არის სამარცხვინო, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია გეგმა და ხედვა, როგორ გამოიყვანოს საზოგადოება ამ მძიმე ვითარებიდან და საზოგადოებას არ შეუძლია იყოს ამ ხელისუფლების იმედად.

სანამ ხართ მთავრობაში გონს მოეგეთ დაანებეთ თავი გადაბრალებას, დაანებეთ თავი განტევების ვაცის ძებნას, დაანებეთ თავი ხალხის დაშინებას, მიხედეთ ქალაქს და ხალხს, იზრუნეთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე," - აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღის ამბები