20 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველს სვანიძის ქუჩაზეც ეძებდნენ

სვანიძის ქუჩა დღეს უკვე მესამე ლოკაციაა, სადაც სამართალდამცველებისა და სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზაცია გახდა საჭირო. ამ წუთებში სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითის ამუშაოები მიმდინარეობს და მტაცებელი ცხოველის სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

დღეს ზოოპარკის ბინადრებს თბილისის ქუჩებში ეძებდნენ. ერთი ვეფხვი მოკლულია, თუმცა კიდევ ერთი დედაქალაქის ქუჩებში გადაადგილდება. ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ცხოველი უკვე ვაკეში ნახეს.

შეტყობინება ფალიაშვილის ქუჩიდან შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით ვეფხვი იქ მდებარე საცხობის თანამშრომელმა დაინახა და 112–ში დარეკა. სამართალდამცველები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

პარალელურად კი ზარი საეჭვო ცხოველის შესახებ სვანიძის ქუჩიდანაც შევიდა, მაშველებმა ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველი ვერც სვანიძის ქუჩაზე იპოვნეს.

ავტორი: დავით კაკულია.

 
დღის ამბები