03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ერთი დაშავებული

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. აღმაშენებლის ხეივანზე, ოპელის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ექიმებმა დაშავებულს ადგილზე აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. დაშავებულს ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები არ მიუღია.

ავარიის მიზეზს სამართალდამცავები დაადგენენ. შემთხვევის ადგილს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სწავლობენ. ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციის მართვის სამსახურის ბრიგადები. 

დღის ამბები