20 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
"როდესაც ქვეყნის პრემიერი ცდილობს საკუთარი მოქალაქეების მარგინალიზაციას ცუდია"-პაატა საბელაშვილი

მთავრობის ადმინისტრაციასთან ზოოპარკის დირექტორს მხარდაჭერა გამოუცხადეს. შეკრებილები ზურაბ გურიელიძის წინააღმდეგ მთავრობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ.

აქციის ორგანიზატორმა პაატა საბელაშვილმა "კურიერთან" საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ დღვანდელი აქცია პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებდა.

"როდესაც ქვეყნის პრემიერი ცდილობს აქტიური მოქალაქეების მარგინალიზაციას ეს ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით ასეთი უსამართლობის წინააღმდეგ ქუჩაში, არავის დაძახილზე არ გამოვალთ, გამოვალთ ჩვენი გულის დაძახილზე," - აცხადებს პაატა საბელაშვილი.

 

 
დღის ამბები