ჟურნალ „NATIONAL GEOGRAPHIC საქართვლოს“ მთავარი რედაქტორი ლევან ბუთხუზი ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ საგანგებო ვითარებაში კონტროლი ძალოვან უწყებას უნდა აეღო.
"როდესაც ასეთი სტიქიური უბედურება ხდება და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ლევან ბუთხუზმა თუ ზურაბ გურიელიძემ უნდა გადაიწიოს გვერდით და მთელი სიტუაცია ძალოვანმა უწყებებმა უნდა აიღონ ხელში. ცხოველების გვამებიც უნდა აღერიცხათ თვითონ, ზოოპარკის დირექტორი ან ჩემნაირი სპეციალისტი შეიძლება კონსულტანტად დაიყენო. შენ მთლიანად უნდა აკონტროლებდე სიტუაციას," - ამბობს ბუთხუზი.
ლევან ბუთხუზის განცხადებით კითხვები ზოოპარკის დირექციას სტიქიის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციაზეც აქვთ, თუმცა ამ კითხვებს მოგვიანებით დასვამენ.
"სად იყო ის ერთი ადამიანი რომელიც არა საქართველოს გერბის ფონზე არამედ ადგილზე მართავდა სიტუაციას," - ამბობს ლევან ბუთხუზი.