"ნაციონალურ მოძრაობას წინასწარი განწყობა ჰქონდა, რომ პროცესები ასე განვითარდებოდა,"- გადაცემა "არჩევანში" ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ ეს "ხელისუფლება არაფრის გამკეთებელია."
გაბაშვილის თქმით მთავრობა სტიქიის პირველივე წუთებიდან გადაბრალებით იყო დაკავებული.
„წყალი არ იყო ჯერ დაწეული, რომ უკვე დაკავებულები იყვნენ გადაბრალებით. ეს იყო მათი ერთ-ერთი გზავნილი, რომ ადამიანების სიკვდილი დაებრალებინათ კონკრეტულად პოლიტიკური ოპონენტისთვის, რომლის დროსაც აშენდა ახალი გზა,“ - ამბობს გოკა გაბაშვილი.
გოკა გაბაშვილი დღეს მომხდარი ფაქტით აღშფოთებულია და პრემიერს გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.
„ზურაბ გურიელიძე წესიერების განსახიერებაა და ამ საქმის ფანატიკოსია, ცხოველები ვერ დათვალაო ღარიბაშვილმა, ყველას სახელები იცის ზეპირად, ეს კლოუნადაა, რომელიც გამართა ამ მთავრობამ. დღეს ქვეყანას მთავრობა სჭირდება და არა მარიონეტების ჯგუფი რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.