20 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
"ღარიბაშვილის პარანოია...ეს ხალხი თვითონ შეიკრიბა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ,"- გაბაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს

"ეს ღარიბაშვილის პარანოიაა, ეს ხალხი თვითონ შეიკრიბა, ნეტავ ჩვენ დაგვეგეგმა ეს კარგი აქცია,"- ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. 

გაბაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა როდესაც აქციას გამართავს პრემიერ-მინისტრი ამას იგრძნობს. 

"ღარიბაშვილის პარანოია ცნობილია, რომ ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის ბრალია. ამჯერად კარგი რამე დაგვაბრალა, მე მოხარული ვიქნებოდი ჩვენ გაგვეკეთებინა ეს აქცია, მაგრამ ეს საზოგადოება თვითონ შეიკრიბა და ჩვენი პარტია არაფერ შუაშია. ვამშვიდებ ღარიბაშვილს, რომ ნახავს ჩვენს აქციას არაფერში არ შეეშლება. ჩვენ აქციებს როცა ვმართავთ უაკანა ფლანგზე არ ვდგავართ, ტრიბუნასთან ვართ მიკროფონით, ოღონდ ჯერ გაიაროს ყველაფერმა,"- განაცხადა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა თოქ-შოუ "არჩევანში" საუბრისას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები