17 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანო ენტონი ბლინკენ, საჭიროა თვითმფრინავში ჩაჯდომა და საქართველოში ჩასვლა - ლუკ კოფი

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი საქართველოში დღეს დილიდან მიმდინარე მოვლენებს საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალიან სერიოზულია.

ის აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მიმართავს და მოუწოდებს, რომ საჭიროა საქართველოში ჩასვლა.

"საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა შეამციროს, ის შეიჭრა მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბში და დააპატიმრა მისი ლიდერი. ეს მიუღებელი ქმედებაა, ამით მხოლოდ პუტინი იმარჯვებს. საჭიროა სიმშვიდე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანო ენტონი ბლინკენ, საჭიროა თვითმფრინავში ჩაჯდომა და ადგილზე ჩასვლა," - დაწერა მან საკუთარ "ტვიტერზე".

დღის ამბები