03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
მალიში ებოლათი დაავადებული 2 წლის გოგონა გარდაიცვალა

მალიში ებოლათი დაავადებული 2 წლის გოგონა გარდაიცვალა. ის ქვეყანაში საშიში ვირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი იყო. 40–ზე მეტი ადამიანი, რომელსაც მცირეწლოვანთან ჰქონდა კონტაქტი, ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება.

გავრცელებული ცნობით, ბავშვმა ებოლას სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ასობით კილომეტრი გვინეადან მალიმდე ავტობუსით იმგზავრა.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკისა და ნიუ ჯერსის გუბერნატორებმა სავალდებულოდ გამოაცხადა 21-დღიანი საკარანტინო პერიოდი ყველა იმ ექიმისთვის და მგზავრისთვის, რომლებიც დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

საავადმყოფო უკვე დატოვა ორმა ამერიკელმა ექთანმა, რომლებმაც საშიში ვირუსის დამარცხება შეძლეს. გაწერის შემდეგ ერთ–ერთ მედდას ბარაკ ობამამ თეთრ სახლშიც უმასპინძლა. 

დღის ამბები