26 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
უნდა გამოუშვან მელია, რურუა და დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები, ეს არის ის, რაც ქვეყნის თავისუფლების დაცვას სჭირდება - გიგა ბოკერია

ოპოზიციაში მოლაპარაკების შესაძლებლობაზე კვლავ საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ახლა მოლაპარაკება მხოლოდ მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებზე შეიძლება.

"ვითარება კვლავ უცვლელია, ივანიშვილის რეჟიმი უნდა მოვიდეს გონს, გამოუშვას მელია, რურუა და დანიშნოს თავისუფალი არჩევნები. ეს არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვას სჭირდება," - აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. 

ოპოზიციაში ასევე თვლიან, რომ ამ ეტაპზე მმართველმა გუნდმა მოლაპარაკების სივრცე ამოქოლა და პირველ რიგში საჭიროა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

"სივრცე ამოქოლა მმართველმა გუნდმა და ახლა მასზეა დამოკიდებული გახდის თუ არა შესაძლებელს იმას, რომ ეს პროცესი ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს. ამისათვის კი, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მოლაპარაკება ვადამდელ არჩევნებზე,"- აღნიშნავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

დღის ამბები