03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
მზიურის ტერიტორიაზე მკვდარი ცხოველი იპოვეს

მზიურის ტერიტორიაზე მკვდარი ცხოველის აღმოჩენა მოხდა, თუმცა მაშველებს უჭირთ, რომელი ცხოველია დაღუპული. მაშველები ამბობენ, რომ ცხოველი შესაძლოა, მგელი იყოს. თუმცა მათი თქმით, შესაძლოა ცხოველი არ იყოს ზოოპარკის ბინადარი და ის ხეობის ზემოდან იყოს ჩამოტანილი წყალმოვარდნის დროს.

მზიურში მაშველები დღეიდან დატბორილ გვირაბებში აპირებენ ჩასვლას. ამჟამად აქ საგანგებო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. მოგვიანებით მათ მოხალისეებიც შეუერთდებიან.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები