სტიქიისთვის მთავრობა მოუმზადებელი აღმოჩნდა - თვლიან არასამთავრობო ორგანიზიაციები. აქცენტი უწყებებს შორის კოორდინაციისა და მობილიზების არ არსებობაზე კეთდება. აქვე მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ამ საკითზე პასუხისმგებლობა გუნდურად უნდა აიღოს.
სამოქალაქო სექტორი 13 ივნისის ტრაგედიის გამოძიებაზე მონიტორინგის დაწესებას აპირებს. ექსპერტთა ნაწილი კი თვლის, რომ საქმეში პროკურატურა არ უნდა ჩაერთოს.