ფანასკერტელის 18 ა-ში კლდის მასა ჩამოწვა. დაშავებულები არ არიან. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და გამგეობის თანამშრომლები იმყოფებიან. ტერიტორია გადაკეტილია.
ქუჩაზე სახლის მშენებლობა იყო დაწყებული, მიმდინარეობდა ნიადაგის მოსუფთავება, რა დროსაც კლდე ჩამოწვა.