სვანიძის ქუჩიდან დღის ბოლოს 112-ზე მტაცებლის ნაკვალევის შესახებ შეტყობინება შევიდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ნაკვალევი დიდი ძაღლის აღმოჩნდა, შესაბამისად, განგაში გაუქმდა.
სვანიძის ქუჩაზე სამუშაოები დილიდან განახლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიის სამსახურის სპეციალური ბრიგადები ტერიტორიას წმენდენ, შენობებიდან იტუმბება წყალი.