ხვალიდან ქვეყანა შეზღუდვების შემსუბუქების ახალ ეტაპზე გადადის. 1 მარტიდან იხსნება იხსნება მუზეუმები, საბავშვო ბაღები, ფიტნეს-დარბაზები.
უქმდება შაბათ-კვირის კარანტინი. უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში დაშვებული ხდება პრაქტიკული და ლაბორატორიული სწავლება.
რეგულაციების დაცვით, ასევე, ხვალიდან შესაძლებელი იქნება კონფერენციებისა და ტრენინგების გამართვაც.
ცვლილებებია სარესტორნო სფეროსთვისაც.
ბათუმში 1-ლი მარტიდან, ქვეყნის სხვა რეგიონებში კი - 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.