20 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
"ქალაქში ჯერჯერობით არცერთი მტაცებელი ცხოველი ნაპოვნი არ არის,"-კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე

რა ვითარებაა სტიისგან დაზარალებულ თბილისში და რა სამუშაოები ტარდება დედაქალაქში-ცოტა ხნის წინ კრიზისების მართვის საბჭოში განცხადება გაკეთდა.

„სტიქიის შედეგად დაღუპულია 19 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი, 12 საათისთვის სხვადასხვა კლინიკაში 6 პაციენტი რჩება. დაკარგული ცხოველების შესახებ მერიისა და შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში ჯერჯერობით არცერთი მტაცებელი ცხოველი ნაპოვნი არ არის.  ზოოპარკის ტერიტორიაზე მობილიზებული სამაშველო სამსახური, რომელიც ადგილზე ახდენს ჩასატარებელი სამუშაოების შეფასებას. მოხალისეთა შეშვება სტიქიით დაზარალებულ უბნებში გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდება, წყნეთი-ბეთანიის მიმართულებაზე ექსპერტების მიერ გეოლოგიური კვლევები ტარდება, წინასწარი მონაცემებით, ჩამოშლილი გზის აღდგენითი სამუშაოების წარმოება სახიფათოა. შესაბამისად, მიმდინარეობს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობა,"-განაცხადა  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ღიბრაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები