19 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
წამალი, რომელიც წლებია არსებობს, კოვიდინფიცირებულ მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობას 40%-ით ამცირებს - კვლევების ახალი შედეგი

პანდემიის ფონზე მსოფლიო სამედიცინო სფეროს ყურადღების ცენტრში პრეპარატი "ტოცილიზუბამი" ექცევა. კვლევებმა აჩვენა, რომ რევმატოიდული ართრიტის საწინააღმდეგო წამალი, რომელიც წლებია არსებობს, კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტების შემთხვევაში სიკვდილიანობას 40%-ით ამცირებს.

კვლევა ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა ჩაატარა. დადგინდა, რომ პრეპარატის გამოყენებით, შემცირდა ჰოსპიტალიზაციის და ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენების მაჩვენებლები. წამლის მიღება აკრძალულია მსუბუქ პაციენტებში და ექიმის დანიშნულების გარეშე.

საქართვლოში კოვიდის წინააღმდეგ რევმატული ართრიტის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენების გამოცდილება უკვე აქვთ. პირველი ინფექციური საავადმყოფო იყო, ვინც მძიმე პაციენტების შემთხვევაში, კრიტიკის მიუხედავად, პრეპარატი არაერთხელ გამოიყენა. თენგიზ ცერცვაძე "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ამ მეთოდით 15-მდე პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინეს, მათ შორის 84 წლის კოვიდინფიცირებულის, რომლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმები პროგნოზებს ვერ აკეთებდნენ.

დღის ამბები