ელექტროენერგია თბილისს სრულად მიეწოდება. განცხადებები დღეს ენერგეტიკის მინისტრმა და თელასის ტექნიკურმა დირექტორმა გააკეთეს. კომპანია ამ დროისთვის 35 კილოვატიანი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს ასრულებს.
ხაზების აღდგენითი სამუშაოების დასასრულებლად, ღამის პირველი საათიდან დილის 7 საათამდე ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონების დაახლოებით 25 ათას აბონენტს ელექტროენერგია გაეთიშება.