სტიქიის შედეგად დაზარალებულ დევნილ ოჯახებს სამინისტრო ფულად დახმარებას გაუწევს. თუ მათი სახლები რეაბილიტაციას დაექვემდებარება, ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, სხვა შემთხვევაში კი - დაზარალებულებს ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.
მთავრობის გადაწყვეტილება სოზარ სუბარმა იამზე მაისაიასა და მარინა გერგედავას ოჯახებს გააცნო. დევნილებმა სტიქიის ღამე გაიხსენეს.