19 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
საკრებულოს წევრის ტენდერები - დავით ადამიას კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებით 3.5 მილიონი ლარი აქვს მიღებული

ხალხის მიერ არჩეული კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც ადგილობრივ ტენდერებს იგებს. სენაკის საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ, დავით ადამიას კომპანიას, სახელმწიფო შესყიდვებით 3.5 მილიონი ლარი აქვს მიღებული, 10 წლის განმავლობაში კი, მოგებული აქვს 87 ტენდერი.

დეპუტატი, რომელიც შპს "დაგის" 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მუდმივად იგებს სხვადასხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ფულს. მათ შორის გამარტივებული შესყიდვებით.

რეგიონში კორუფციის ნიშნებს ვერ ხედავენ, ახლა მთავარი კითხვაა: დაინტერესდება თუ არა ანტიკორუფციული სააგენტო სენაკში ჩატარებული ტენდერების სქემებით.

 

დღის ამბები