23 წლის ივლიტა ჯიბუტი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. სტიქიის შედეგად გარდაცვლილი გოგონას ცხედარი წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს.
ტაძარში მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილთა ოჯახს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და შალვა ნათელაშვილმაც მიუსამძიმრეს.