13 ივნისს დაღუპულთა ხსონის მემორიალი შესაძლოა თამარაშვილის ქუჩაზე იმ ადგილზე გაიხსნას, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. ინიციატივა ამის შესახებ ახლა თბილისის მერიამ უნდა დაამუშავოს და გადაწყვეტილება მიიღოს.
მანამდე კი, რამდენიმე წუთის წინ თამარაშვილის ქუჩაზე ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. პრემიერმინისტრმა თამარაშვილის ქუჩაზე ყვავილები მიიტანა.