“ვისოლის” თანამშრომლებმა პინგვინი იპოვეს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა ის ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზე რამდენიმე საათის წინ ნახეს. როგორც კომპანიის თანამშრომლებმა აღნიშნეს პინგვინი გენერატორის უკან იმყოფებოდა.
პინგვინი უვნებელია და ის უკვე გადაიყვანეს ზოოპარკში.