წყნეთის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დროულ დახმარებას ითხოვს. მათი ძირითადი მოთხოვნა სტიქიის დროს დაზიანებული წყლის სისტემის მოწესრიგება და ნიადაგის გამაგრებაა.
ადგილობრივების თქმით მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხე ემუქრებათ და მიწის ჩამოშლის ალბათობა დიდია.
მათი თქმით, ამინდის გაუარესების შემთხვევაში შესაძლებელია რომ სახლები მოვარდნილმა წყალმა წაიღოს.