27 აპრილი 2024,   01:00
ვრცლად
რა გახდა სამხედრო მოსამსახურის თვითმკვლელობის მოტივი - მომხდარზე "კურიერთან" გარდაცვლილის მამა პირველ კომენტარს აკეთებს

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე უფლებამოსილების შესრულებისას სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით ჯონი ძინძიბაძემ საკუთრი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.

ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზე იმყოფება, სადაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. გარდაცვლილის მამა "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ მისთვის მომხდარის რეალური მიზეზი უცნობია, თუმცა განმარტავს, რომ თვითმკვლელობა არც სამსახურეობრივ და არც ოჯახურ პრობლემებს არ უკავშირდება.

"არავითარი ოჯახური და სამსახურის პრობლემები არ ჰქონდა. კმაყოფილი იყო თავის სამსახურით, სავარაუდოდ შეყვარებულის გამო, მესიჯებია მოსული, ექსპერტიზა დაადგენს. მეგობრებთან ჰქონდა ნათქვამი, რომ შეყვარებული ყავდა,"- უთხრა "კურიერს" გარდაცვლილი სამხედროს მამამ.

დაშავებული კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექმიებმა ვეღარ მოახერხეს. 

"სამხედრო ნაწილიდან, სამხედრო მედპერსონალის მიერ, შემოიყვანეს სამხედრო მოსამსახურის გვამი. შემოყვანისას მას სასიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა. ჰქონდა ერთი გამჭოლი ჭრილობა, შუბლის და კეფის არეში,"- აცხადებს ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელი ანი დალაქიშვილი.

ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მოკვლევას თავდაცვის სამინისტროს პოლიცია აწარმოებს. 

დღის ამბები