20 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
საკრებულოს დეპუტატები იარაღის ტარების ნებართვას ითხოვენ

რატომ სჭირდებათ საკრებულოს დეპუტატებს იარაღის ტარება-საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წერილი რამდენიმე დეპუტატმა უკვე მოამზადა, გიორგი ალიბეგაშვილმა კი წერილი პარლამენტს უნდა გადაუგზავნოს.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია მიიჩნევს, რომ გარკევული არგუმენტი უნდა არსებობდეს საკრებულოს წევრების მხირდან იარაღის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მას ინფორმაცია არ აქვს იარაღის მოთხოვნასთან დაკავშირებით. 

„ალბათ ჩემი კოლეგების რაღაც არგუმენტი არსებობს დოკუმენტთან დაკავშირებით, მე ვერ გეტყვით კონკრეტულად რა ინიციატივაა,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ. მან ხუმრობით ისიც თქვა, რომ დეპუტატები სავარაუდოდ თავს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებისგან იცავენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აზრი ჩამოყალიბებულია, მაგრამ კონკრეტული მიმართულება ჯერ არ არსებობს.

გიოგი ალიბეგაშვილის თქმით, იარაღის ტარების ნებართვისთვის მისთვის არავის არ მიუმართავს.

„ეტყობა შიგნიდან გაჩნდა ეს აზრი და ყველა დამოუკიდებელია თავის არჩევანსა და გადააწყვეტილებაში,“ - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა პროექტი, სადაც თბილისის საკრებულოს დეპუტატები პარლამენტის მსგავსად იარაღის ტარების უფლებას ითხოვენ.

 

 

დღის ამბები