20 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
„ეს არის უპასუხისმგებლობა და წარმოუდგენელი თავხედობა,“ - ნიკა მელია საკრებულოს დეპუტატებს აკრიტიკებს

„ეს არის უპასუხისმგებლობა და წარმოუდგენელი თავხედობა,“ - ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია საკრებულოს დეპუტატების მიერ იარაღის ტარებაზე ნებართვის უფლების მოთხოვნას.

„ეს რაც იკადრა 16 ივნისს  ქართული ოცნების მთელმა დეპუტაციამ, არის სილის გაწნა თბილისელებზე,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე საკრებულოს ტეპუტატების მრიდან იარაღის ტარების ნებართვის მოთხოვნის ფაქტს "სრულიად ზედმეტს" უწოდებს.

„ამ ვითარებაში ეს არის სირცხვილი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი კოლეგების ნაცვლად ძალიან მრცხვენია,“ - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები