20 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
დაზღვეული მანქანების მფლობელებს ზარალი 100 პროცენტით აუნაზღაურდებათ

13 ივნისის ღამეს, ვერეს ხეობაში მოძრავი თუ გაჩერებული მანქანები, სტიქიამ ისე გაანადგურა, რომ მათი დიდი ნაწილი ნაგვსაყრელზეა გადასატანი.

ავტომობილების შესწავლას ესპერტ -კრიმინალისტები აწარმოებენ. მათთან ერთად ავტოსადგომზე სადაზღვევო კომპანიებიც მუშაობენ. პროცესს მონიტორინგს დაზღვევის სახელწიფო ზედამხედველობის სამსახურიც უწვეს. დაზღვეული მანქანის მფლობელებს ზარალი 100 პროცენტით აუნაღზღაურდებათ.

ჯერ არ არის გადაწყვეტილი ანაზღაურდება თუ არ ზარალი იმ მძღოლებისთვის, ვისი მანქანაც დაზღვეული არ იყო. ზუსტი მონაცემები ცნობილი არ არის, მაგრამ სტიქიის დროს განადგურებული ავტომანქანების ნაწილს დაზღვევა არ აქვს. მეპატრონეები კომპენსაციასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

საკრებულოს უმრავლესობის წევრების ინიციატივას, რომ შესაძლოა დაუზღვეველი მანქანებიც სახელწიფომ აანაზღაუროს, თბილისის მერი არ ადასტურებს.

რამდენი ამტომანქანა წაიღო სტიქიამ ოფიციალური მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის. შესაძლოა ვერეს ხეობაში შლამის ქვეშ მანქანები კიდევ იყოს. 

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ვანო გავაშელი, ლაშა მუმლაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები