03 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის, "რუსთავი 2"-ის და ალასანიას იდეოლოგია ერთნაირია, ამიტომაც თქვენი ხშირი სტუმარია,"- ივანიშვილი "რუსთავი 2-ს" მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობის, "რუსთავი 2"-ის და ალასანიას იდეოლოგია ერთნაირია, ამიტომაც თქვენი ხშირი სტუმარია,"- ეს განცხადება დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ირაკლი ალასანიაც და "რუსთავი 2"-იც იტყუება. 

"რუსთავი 2, ალასანია შემიძლია მივაბა ამ მხრივ ერთმანეთს.  თქვენ ძალიან გავხართ ერთმანეთს. ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგია, ალასანიას და რუსთავი 2-ის ერთნაირია ამიტომ სულ თქვენი სტუმარია. ტაბულაც მანდვეა, მაგრამ თქვენ უფრო კორექტურები ხართ, თქენ გაქვთ ინტრიგული კითხვები მაგრამ რასაც "რუსთავი 2"  კადრულობს, იმას  თქვენ არ კადრულობთ,"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები