20 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
საკრებულოს დეპუტატების მოთხოვნა იარაღის ტარების ნებართვასთან დაკავშირებით და ოპოზიციის კრიტიკა

საკრებულოს უმრავლესობის წევრები იარაღის ტარების უფლებას ითხოვენ- რამდენიმე დეპუტატმა 2 დღის წინ შუამდგომლობით თვითმმართველობის თავმჯდომარეს მიმართა. 

დოკუმენტები, რომელიც „კურიერს“ აქვს, ადასტურებს რომ იმ დროს როდესაც თბილისი სტიქიის შედეგებს ებრძოდა, თბილისის საკრებულოს დეპუტატები საკუთარი უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნვით იყვნენ დაკავებული.

თედო კობახიძე დღეს იმ დოკუმენტის არარსებობას ამტკიცებდა, რომელზეც ხელი პირველმა სწორედ მან მოაწერა და რომლის ინიციატორიც თავად გახლავთ. შესაბამისად დეპუტატს არც ის განუმარტავს, რატომ სჭირდება მას და მის კოლეგებს იარაღის ტარება. ნებართვის მისაღებად კი პარლამენტისგან თანხმობის მისაღებად კობახიძესთან ერთად კიდევ რამდენიმე დეპუტატი შუამავლობას საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვს.

ოპოზიცია საკრებულოს მმართველ გუნდს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატების ინიციატივის არსებობას ადასტურებს.
ინიციატივას საკრებულოს უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატიც ეწინააღმდეგება. მათ არც კოლეგების მიერ იარაღის ტარების საჭიროებაზე აქვთ ინფორმაცია.

ავტორები: ეკო მაღრაძე, მამუკა ჯანაძია, გიორგი მაისურაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები