"პროკურატურას კვლავ ფარცხალაძე მართავს,"- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ "კურიერის" პირდაპირ ეთერში ირაკლი ალასანიამ გააკეთა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამბობს, რომ თავისმხრივ ფარცხალაძეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მართავს.
"იმიტომ არ მოხდა 2012 წელი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფარცხალაძების და შოთაძეების ხელები ააკაპიწებინოს და რაღაცეები აკეთებინოს. ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა. დღეს ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დაეჭირა 5 ადამიანი და მათი საბრალდებო დასკვნა წაიკითხა, ეს არის პრცედენტი, იმისა, რომ თუ მას დასჭირდება 500 და 5000 კაცსაც ჩასვამს ციხეში. რათქმაუნდა წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტი იყო უსამართლოდ დაჩაგრული, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩედეთ. ეს არის ბოროტება, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. არაფორმალური მმართველობა დაუშვებელია. ივანიშვილი ვაჭრობს მოსამართლეებთან თავის კანონზე, რომელიც მან დათმო. ეს არის პრობლემა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი გამრჯვება არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენ ამ უსამართლობას დავამარცხებთ. პროკურატურა მოქმედებს დირექტივებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისკაცის ფარცხალაძის საშუალებით. ის არის მმართველი, ეს როგორ შეიძლება ავიტანოთ. ბიზნესმენებს მართავს, უჩა, იმიტომ მოხდა 2012 წელი რომ ეს ყველაფერი ავიტანოთ?"- აცხადებს ირაკლი ალასანია.