03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
მრავალშვილიანი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახები 1000 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

დღეიდან კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების პროგრამის განხორციელება დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივის ფარგლებში მრავალშვილიანი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახები 1000 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. რა საჭიროებები აქვთ ოჯახებს, ამას თავად ბენეფიციარები განსაზღვრავენ.

დღეს თბილისში 30-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს,საყოფაცხოვრებო ტექნიკას და სხვა ნივთებს. ორშაბათიდან კი ტვირთი რეგიონებში დარიგდება. წლის ბოლომდე კრიზისული პროგრამა 1000 ოჯახს დაეხმარება. 

 

დღის ამბები