26 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
სასტიკი დანაშაული კახეთში - მოკლულებს შორის თელავის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგია

სასტიკი დანაშაული კახეთში. მოკლულია ერთი ოჯახის 3 წევრი, მათ შორის, თელავის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ხოსმაზარაშვილი.

დედ-მამის და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის აკო აბრამიშვილი პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავა.

"კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლიციას დანაშაულის შესახებ თვითონ აცნობა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მამას, დედას და ბებიას.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს

დღის ამბები