04 სექტემბერი 2026,   22:00
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე განაჩენი ხვალ უნდა გამოცხადდეს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე განაჩენი ხვალ უნდა გამოცხადდეს. მოსამართლემ უნდა თქვას, მოკლეს თუ არა გიორგი შაქარაშვილი "ტოიოტა ქამრის" მგზავრებმა და სწორია თუ არა გამოძიების ვერსია, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელს ჯერ ალყა შემოარტყეს, სცემეს და მდინარეში ცოცხალი გადააგდეს.

განაჩენს საპატიმროში ელოდებიან ბრალდებულები. ადვოკატები გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან.

გადაწყვეტილების მოსასმენად მცხეთის რაიონულ სასამართლოში მისვლას გეგმავს 19 წლის ფეხბურთელის დედაც.

დღის ამბები