დღეს დილით განახლდა სამუშაოები სვანიძის ქუჩაზეც. ამ პროცესში სამხედროებიც არიან ჩართულები. მათ ვერეს ხეობის გაწმენდა დაევალათ.
თავდაცვის სამინისტროს მე-12 ბატალიონის ასეული შეიარაღებულია უსაფრთხოების დაცვის მიზნით. უსაფრთხოებით მიზნით ასევე შეიარაღებული იყვნენ ცხოველთა მონიტორნგის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც პერიმეტრი შეამოწმეს.