რამდენად კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშავეს სამთავრობო სტრუქტურებმა, მიიღებენ თუ არა სტიქიის შედეგად დაზარალებულები დახმარებას სრულად და რამდენად შესრულდება ხელისუფლების დანაპირები? არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხებს მონიტორინგს გაუწევენ. მათ შორის ფინანსური კუთხით, რომ არც ერთი დაზარალებული არ დარჩეს კომპენსაციისა თუ სხვა სახის დახმარების გარეშე.
მათი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბიზნესმენებზეც იზრუნოს. ასევე მოითხოვენ, რომ გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია დახარჯული და გადანაწილებული თანხის შესახებ.
არასამთავრობოები ასევე გეგმავენ მონიტორინგი გაუწიონ გამოძიებას, რომელიც ვეფხვის მიერ ადამიანზე თავდასხმის ფაქტზე დაიწყო.
"მიმდინარე საქმეებზე დაწყებულ გამოძიებებს საფუძვლიან მონიტორინგს გავუწევთ, რადგან არის რაღაც ეჭვები, რომ დაბალ ღობეს ეძებენ და ვიღაცებზე შეიძლება უნდოდეთ ხელის შეწმენდა,“-განაცხადა „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს გამგეობის თავმჯდომარემ დიმიტრი ხაჩიძემ.