03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
ტყიბულის გამგებელმა ქალაქის ცენტრში საბჭოთა პერიოდის რაიკომის მდივნის ბიუსტი დადგა

დღეს, ტყიბულის ცენტრში, საზეიმოდ გაიხსნა ყოფილი რაიკომის პირველი მდივნის,  ამხანაგ კარლო მელენტის-ძე ლომაძის ბიუსტი.

„რუსთავი 2“-ის  ინფორმაციით, ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. ადგილობრივი საკრებულო ბიუსტის დადგმის წინააღმდეგი იყო, თუმცა გამგებელმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და ბიუსტის დადგმა იმით ახსნა, რომ კარლო ლომაძეს რეგიონისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული.

კარლო მელენტის-ძე ლომაძე საბჭოთა კავშირის დროს რაიკომის მდივანი იყო, ბიუსტი ტყიბულის ცენტრში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. 

დღის ამბები