მზიურის ტერიტორიაზე გაწმენდისა და ძებნის სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთო. ტერიტორიაზე მაშველებთან ერთად სამუშაოებში მონაწილეობას იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დეპარტამენტის წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა.
ისინი ეძებენ 3 დაკარგულ ადამიანს, რადგან ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ისინი სწორედ ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
მზიურის ტერიტორიაზე ჯერჯერობით მოხალისეები არ გამოჩენილან.