03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
სვანიძის ქუჩაზე მოხალისეებს და ჟურნალისტებს ხელთათმანების და პირბადის გარეშე არ უშვებენ

სვანიძის ქუჩაზე მოხალისეები მივიდნენ. ტერიტორიაზე მოხალისეებსა და ჟურნალისტებს ხელთათმანების და პირბადეების გარეშე არ უშვებდნენ. მოხალისეებს აქვთ გაფრთხილება, რომ მათ უნდა ეცვათ გრძელი შარვლები, ეცვათ ბოტები.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმეს მცირე ნაკაწრი მაინც ექნება, უნდა მივიდეს სპეციალურ შტაბში, რომელიც მიმდებარედაა განთავსებული. ხოლო იქიდან სპეციალურ ცენტრში გადაიყვანენ, სადაც, საჭიროსამებრ, აცრას გაუკეთებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები