19 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ბათუმში 40-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის მიერ აშენებულ კორპუსში შეიჭრა

ბათუმში მერიის მიერ აშენებულ ე.წ "იაფი სახლში" სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი შეიჭრა. მათი თქმით, ისინი უსახლკაროების გამო წლებია რაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ხელისუფლება კი ყურადღება არ აქცევს. სოციალურად დაუცველი 40-მდე ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლებიდან საცხოვრებელ ფართებს მოითხოვენ.

ისინი დღეს დილით თვითნებურად შესახლდნენ მერიის მიერ აშენებულ კორპუსში და აცხადებენ, რომ შენობას მანამ არ დატოვებენ ვიდრე ხელისუფლება მათ პრობლემას არ მოაგვარებს.

ადგილზე სამართალდამცველები და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

აღნიშნული მოსახლეობა დაახლოებით ერთი თვის წინაც შეიჭრა ე.წ "იაფი სახლის" კორპუსში. მათ შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც ჯანდაცვის სამინისტროსგან პრობლემის შესწავლისა და მოგვარების დაპირება მიიღეს.

დღის ამბები