19 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ვაქცინაცია იწყება - 121 ქვეყანას, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში საქართველოც დაემატება

საქართველოში ვაქცინაცია იწყება. 121 ქვეყანას, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში საქართველოც დაემატება. უკვე მზადაა გეგმა სად და როგორ გადანაწილდება პირველი პარტია.

43 ათასი დოზა ვაქცინა საქართველოში საჰაერო გზით შემოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოვაქსპლატფორმიდან გამოგზავნილ პრეპარატს პასუხისმგებელი პირები დახვდებიან. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რამდენიმე დღე ტექნიკური საკითხების მოგვარებას დაეთმობა და ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტის კვირაში დაიწყება. ასტრაზენეკათი 43 ათასი მედიკოსი აიცრება. როგორც მინისტრი ამბობს, მეორე ეტაპისთვის საჭირო დოზები საქართველოში დაჩქარებული წესით შემოვა.

ვაქცინაციის პროცესი 3 დიდ ქალაქში თბილისში ბათუმსა და ქუთაისში დაიწყება. ლოჯისტიკური საკითხები უკვე მოგვარებულია , თუმცა პრეპარატს განსაკუთრებული შენახვის პირობები არ სჭირდება. ასტრაზენეკას +2-დან +8 გრადუსი ტემპერატურა ესაჭიროება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ყველა კლინიკაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილია. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ერთიან მონაცემთა ბაზა უკვე შედგენილია. ვაქცინაცია ექიმებს რიგის მიხედვით მოუწევთ. საქართველოში სულ 57 ათასი მედიკოსი უნდა აიცრას.

დღის ამბები