თბილისში 22 ათას აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მიზეზი ხანძარია, რომელიც თამარ მეფის გამზირზე მაღალი ძაბვის ხაზებს, ვერე ერთსა და ვერე ორს გაუჩნდა. დაზიანების გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება დიდუბე–ჩუღურეთის ქუჩებისა და რუსთაველის გამზირის მოსახლეობას. თელასის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება გვიან ღამემდე აღდგება.
ადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებსაც.