20 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს ოდესაში დასვენებას სთავაზობს

"ძალიან განვიცდით თბილისის ამბებს და ბევრს ვფიქრობთ, თუ როგორ დავეხმაროთ," - აცხადებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტიქიით დაზარალებული ბავშვები ოდესაში დაისვენებენ. ოდესის გუბარნატორის თქმით, ამ საკითხზე თბილისის მერიას დაუკავშირდებიან.

"მივიღეთ გადაწყვეტილება ბიზნესმენების ადგილობრივ ჯგუფთან ერთად, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვები მთელი ზაფხული დავასვენოთ ოდესაში, საუკეთესო პირობებში, მოვუხსნათ სტრესი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ინფორმაციით, უსაფრთხოების საკითხების მოგვარების შემდეგ, როდესაც თბილისის ზოოპარკი აღდგება და განათავსებს ცხოველებს უკეთეს და უფრო დაცულ გარემოში, ოდესის ზოოპარკი თბილისის ზოოპარკს ცხოველებსაც გადმოსცემს, რაც მისი თქმით, იქნება სოლიდარობის გამოხატვა. 

"ძალიან ბევრი უკრაინელი შეგვეხმიანა და ჩვენ მივხვდით კიდევ ერთხელ, თუ რამდენად დიდია სიყვარული და მეგობრობა უკრაინაში საქართველოს მიმართ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

 
დღის ამბები