20 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
სახელმწიფო კომისია იქმნება თბილისში მომხდარი სტიქიის შესასწავლად

თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ მთავრობაში სახელმწიფო კომისია შეიქმნა. განცხადება კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად კომისიაში ჩართულები იქნებიან მსოფლიოში აღიარებული უცხოელი და ქართველი ექსპერტებიც. 

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ შეიქმნება რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სპეციალისტების მოსაზრებებს შეისწავლის, ყველა პოზიციას მოისმენს და გადაწყდება, თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტები შეიძლება განხორციელდეს ვერეს ხეობაში. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცახდა დახმარების სურვილი საქართველოს ხელისუფლებამ, მსოფლიო ბანკისგან, წითელი ჯვრისგან, USID-ისგან, შვედეთისგან და გერმანიისგან უკვე მიიღო. ქვეყანას დახმარების გაწევას პირდებიან თბილისში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ აუცილებელია დროულად დასრულდეს გაწმენდითი სამუშაოები და დაიწყოს აღდენითი სამუშაოები, თუმცა ვერეს ხეობაში უნდა მიღებული იყოს სპეციალური დასკვნა ამ ხეობის განსავითარებლად. ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრის დროს იმ ექსპერტთა სახელებიც წაიკითა, რომლებიც კომისიის მუშაობაში უკვე ჩართულები არიან, ირაკლი ღარიბაშვილმა სხვა ექსპერტებსაც და სპეციალისტებსაც მოუწოდა თუ აქვთ სურვილი ჩაერთონ სტიქიის შედეგებთან ბრძოლის მექანიზმების დაგეგმვის პროცესში. 

აღნიშნული კომისიის მიზანი იქნება მომავალში მსგავსი სტიქიის თავიდან მაქსიმალურად აცილების გზების გამონახვა აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები