ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის საძიებო ოპერაცია ბაგებში 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. სპეცრაზმების წევრები და მონადირეები სპეციალურად დაგეშილ ძაღლებთან ერთად საძიებო სამუშაოებს აგრძელებენ.
აქ შეკრებილი მონადირეები შეიარაღებული არიან ცეცხლსასროლი იარაღით და ცხოველის დასაძინებელი საშუალებებით. მათი თქმით, თუკი შესაძლებელი იქნება ცხოველებს დააძინებენ და ცოცხლად დაუბრუნებენ ზოოპარკს.
საძიებო სამუშაოების გამო ეთნოგრაფიული მუზეუმი ვიზიტორებისთვის დაკეტილია და ასევე თანამშრომლებიც გაყვანილნი არიან ტერიტორიიდან.