20 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
ქეთი მელუა სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება

სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველები ეხმარებიან. ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა 21 ივნისს ლონდონში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად.

გარდა ამისა მელუა მის მეგობრებთან ერთად 26 ივნისს გამართავს ქართული ღვინის, კერძებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვას და შემოსული თანხით დაეხმარება დაზარალებულებს.

მათ დასახმარებლად დიდი ბრიტანეთში მცხოვრები სხვა ქართველებიც ერთიანდებიან და სხვადასხვა ღონისძიებებით შეგროვებული თანხის გადმორიცხვას გეგმავენ.

დღის ამბები