20 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
სტიქიით დაზარალებულ ოჯახს საპატრიარქომ საჩუქარად ბინა გადასცა

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ენუქიძეების მრავალშვილიან ოჯახს, რომლის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა საპატრიარქომ ბინა აჩუქა. სოციალურად დაუცველი ენუქიძეების ოჯახი დღეიდან ჭავჭავაძის გამზირზე იცხოვრებენ.

ბინის გასაღები დაზარალებულებს საპატრიარქოში, თავად პატრიარქმა გადასცა. 

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ბინა გადავცეთ მრავალშვილიან ოჯახს,“ - განაცხადა პატრიარქმა და მომხდარი სტიქიის შემდეგ ახალგაზრდების აქტიურობაზეც ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით მას, დღეს, დილით, სატელეფონო საუბარი ქონდა პატრიარქთან და პატრიარქმა პირველად სწორედ მას გაუმხილა საკუთარი გადაწყვეტილება.  

„არსებული ტკივილი სიხარულით შეიცვალა,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

დღის ამბები